სამშაბათი, ივნისი 9, 2026
Home პოლიტიკა “რამშტაინის” ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება

“რამშტაინის” ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება

by admin

„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.

„მომავალ კვირას ჩვენი 30-ე შეხვედრა გაიმართება. მთელ ჩვენს ძალისხმევას ბრძოლის გასაგრძელებლად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ნატო-ს სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მივმართავთ“, – განაცხადა ჯონ ჰილიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. „რამშტაინის“ შეხვედრა ლონდონში 9 სექტემბერს ჩატარდება.

დღეს, კიევში ვიზიტის ფარგლებში ჯონ ჰილიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, დენის შმიგალთან ერთად თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay