სამშაბათი, ივნისი 9, 2026
Home სპორტი საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ვინჩენცო მონტელა

საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ვინჩენცო მონტელა

by admin

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ საქართველოსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ გვყავს ოთხი მეკარე. მიუხედავად იმისა, თუ ვინ ითამაშებს, მატჩს მშვიდად ჩავატარებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ არ ვამბობთ, ვინ იქნება ძირითადში. მოსამზადებელ პროცესს მგზავრობის დროის მიხედვით ვარჩევთ და ტაქტიკურ მზადებას ვატარებთ.

საქართველო ის გუნდია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ჩვენ გვყავს ნაკრები, რომელმაც შეძლო თავისი ქვეყნის ღირსების წარმოჩენა ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია.

ამ სეზონში ახალგაზრდა არდა გიულერის ყველა თამაში ვნახე. შევიტყვეთ, როგორ გამოიყურება ის სხვადასხვა პოზიციაზე. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია თამაშის წარმართვა ყველა ზონასა და ნებისმიერ პოზიციაზე.

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობას, ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ვიცით, საქართველო რამდენად სერიოზული მოწინააღმდეგეა და შესაბამისად მოვემზადეთ”, – განაცხადა თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay