კვირა, ივნისი 14, 2026
Home მსოფლიო პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ – ტრამპი

პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ – ტრამპი

by admin

პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

“მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, მაგრამ ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ პრეზიდენტ პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველკვირეულად 7000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. თუ ამის შეჩერება შემიძლია, მაშინ ვალდებული ვარ, რომ ეს გავაკეთო”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay