71
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხვალ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ელისეის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
“შეხვედრის მიზანია იმ სიგნალის გაგზავნა, რომ სახელმწიფოებმა, რომლებიც მზად არიან და შეუძლიათ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, გენშტაბების უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების მიერ გატარებული ტექნიკური სამუშაოები დაასრულეს. დღეს ამ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა