შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო ვლადიმერ პუტინმა და მასუდ პეზეშკიანმა ირანის ბირთვულ პროგრამასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

ვლადიმერ პუტინმა და მასუდ პეზეშკიანმა ირანის ბირთვულ პროგრამასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

by admin

ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგას, მასუდ პეზეშკიანს სატელეფონო საუბრის დროს ანკორიჯში გამართული სამიტის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინმა ანკორიჯში გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – აცხადებენ კრემლში.

კრემლის ინფორმაციით, პეზეშკიანმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ.

ამასთან, კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay