შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა უკრაინელებო, სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საფრანგეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება – მაკრონი

უკრაინელებო, სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საფრანგეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება – მაკრონი

by admin

უკრაინის დამოუკიდებლობის ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამბედაობას – უკრაინელებო, სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საფრანგეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება – დღესაც და ხვალაც, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უკრაინის დამოუკიდებლობის ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამბედაობას, რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34 წლის შემდეგ აგრძელებენ ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მათი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“, – წერს მაკრონი.

ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay