ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს როცა უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. ზუსტად ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში – კერძოდ ყირიმში 2014 წელს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა:
“რუსეთი გახდა მუდმივი დესტაბილიზაციური ძალა და პოტენციური საფრთხე მრავალი ჩვენგანისთვის. 2007-2008 წლიდან პრეზიდენტ პუტინს იშვიათად შეუსრულებია მისი დაპირებები. ის მუდმივად წარმოადგენს დესტაბილიზაციურ ძალას და საკუთარი ძალაუფლების გასაფართოებლად მიისწრაფვის საზღვრების გადახედვისკენ. უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ორი სახის უსაფრთხოების გარანტია – ძლიერი არმია კიევისთვის და ევროპული ჯარის მხარდაჭერა. მშვიდობა არ უნდა იყოს ნაჩქარევი და ზურგს უნდა უმაგრებდეს მტკიცე გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საწყის წერტილს დავუბრუნდებით”