შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

by admin

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ შეხვედრას მართავს.

შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში მიმდინარეობს.

BBC-ის ინფორმაციით, საელჩოში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკვე მივიდნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay