კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა კირ სტარმერი რუსეთ-უკრაინის ომზე – ყველას სურს ამის დასრულება, განსაკუთრებით უკრაინელებს

კირ სტარმერი რუსეთ-უკრაინის ომზე – ყველას სურს ამის დასრულება, განსაკუთრებით უკრაინელებს

by admin

ყველას სურს ამის [რუსეთ-უკრაინის ომის] დასრულება, განსაკუთრებით უკრაინელებს , – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს.

მისი თქმით, ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მიაღწიონ.

„გაერთიანებული სამეფოს ინტერესებშია, რომ ეს სწორად გავაკეთოთ“, – აცხადებს სტარმერი.

შეგახსენებთ, კირ სტარმერი იმ ლიდერებს შორისაა, რომლებიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებს დაესწრებიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay