შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა უკრაინაში, შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტის გაყინვა, არ მინდა ვთქვა დასასრული, მაგრამ კონფლიქტის გაყინვა უფრო ახლოსაა – ტუსკი

უკრაინაში, შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტის გაყინვა, არ მინდა ვთქვა დასასრული, მაგრამ კონფლიქტის გაყინვა უფრო ახლოსაა – ტუსკი

by admin

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის შეჩერება შესაძლოა მალე მოხდეს.

“არსებობს გარკვეული სიგნალები და ჩვენ ასევე გვაქვს ინტუიცია, რომ შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტის გაყინვა – არ მინდა ვთქვა დასასრული, მაგრამ კონფლიქტის გაყინვა – უფრო ახლოსაა, ვიდრე უფრო შორს”, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ტუსკმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მისი თქმით, ზელენსკი „ძალიან ფრთხილობს, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი“:

“უკრაინული მხარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ევროპამ, მათ შორის პოლონეთმაც, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და შემდგომ მშვიდობაშიც. ჩვენც დაინტერესებული ვართ მშვიდობა დამყარდეს ჩვენს რეგიონში, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც ძალიან დადებით გავლენას მოახდენს”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay