რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვის განცხადების თანახმად, აუცილებელია საქართველომ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან ძალის არ გამოყენების ხელშეკრულება დადოს.
“პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადება, რომელიც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების არ გამეორების გარანტი, არამედ “თბილისი-სოხუმი-ცხინვალის” ნორმალიზებისკენ მოძრაობის ათვლის წერტილი გახდება. სიტუაციის სტაბილურობა კი, სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში დელიმიტაციის, შემდგომ კი დემარკაციის პროცესს შეუწყობს ხელს. რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზად არის ხელი შეუწყოს ამ სამშვიდობო პროცესებს.
ბოლო წელს ქართული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის აღიარება, ასევე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლის იმედს იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ აღიარებებმა განსაზღვროს საქართველოს ხელისუფლების მიდგომა სოხუმის და ცხინვალის ურთიერთობებისადმი”