ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
Home საზოგადოება მოსამართლე მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს

მოსამართლე მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს

by admin

მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა:

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო გარიგება მართლაც ღვთის წყალობა, თუმცა ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს – ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან… მგონია, კანონში არსებობს ჩემ ქმედებაზე – სილის გაწვნაზე ადეკვატური მუხლი.

ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან. გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას 4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა სასჯელი მემუქრება”

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay