შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home საზოგადოება სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა – კობახიძე

სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა – კობახიძე

by admin

სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებს რადიკალურ ოპოზიციას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას “ცესკო-ს დისკრედიტაციის შესაძლო მცდელობაზე”.

“ეს ყველაფერი არის გარე დავალებები, თუმცა არსებობს სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის რეიტინგი აჭარბებს 50%-ს. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან მყარად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად აჭარბებს 60%-იან მაჩვენებელს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციურ კამპანიებს არ აქვს შედეგი.

ეს არის უცხოური აგენტურა. უცხოურ აგენტურას აქვს ერთადერთი მისია, სცადონ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, ცესკო-ს დაკნინება. როგორც წარსულში იყო ეს მცდელობები წარუმატებელი, ისე იქნება მომავალშიც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay