სტატისტიკა შემაშფოთებელია: ევროკავშირში ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვიცავთ ამ პროპაგანდისგან,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
“ხედავთ რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან, სქესის შეცვლასთან და მათ მიერ შვილების აყვანასთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით არის კატასტროფული ვითარება. აღარ დარჩა თითქმის ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის. ეს ყველაფერი ევროპული ბიუროკრატიის დაჟინებული მოთხოვნით ხდება. კონკრეტულ ძალებს, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ „დიფ სთეითს“, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა.
სტატისტიკა შემაშფოთებელია. ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვიცავთ ამ პროპაგანდისგან. რაც შვედეთის პრემიერმა თქვა, ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც. რისკები სერიოზულია”