შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home საზოგადოება სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს

სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს

by admin

სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანს სამშვიდობო ოპერაციებისთვის, კერძოდ, სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებისთვის მომზადება წარმოადგენს.

სომხეთ-აშშ-ის ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2025 სომხეთში 12-20 აგვისტოს გაიმართება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay