კვირა, აგვისტო 16, 2026
Home პოლიტიკა თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია – მედვედევი

თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია – მედვედევი

by admin

თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია, – ასე პასუხობს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მის შესახებ გავრცელებულ განცხადებას.

“თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და საკუთარ გზაზე სვლას გააგრძელებს. ხოლო, რაც შეეხება ინდოეთისა და რუსეთის „მკვდარ ეკონომიკებს“ – გაიხსენოს თავისი საყვარელი ფილმები „მოსიარულე მკვდრების“ შესახებ, აგრეთვე ისიც, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებაში არარსებული „მკვდარი ხელი:,- წერს მედვედევი ტელეგრამის არხზე.

შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს მოუწოდა, რომ „სიტყვებს დაუკვირდეს“.

“გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!”, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay