შაბათი, აგვისტო 29, 2026
Home საზოგადოება აშშ-მა და იაპონიამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიას, რომელიც 15%-იან ტარიფს ითვალისწინებს – ტრამპი

აშშ-მა და იაპონიამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიას, რომელიც 15%-იან ტარიფს ითვალისწინებს – ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და იაპონიამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეამცირებს მაღალ ტარიფებს, რომელთა დაწესებითაც ტრამპი აზიელი მოკავშირის საქონელზე იმუქრებოდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს იაპონიისთვის აშშ-ში 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებისა და ამერიკული საქონლისთვის ბაზრების გახსნის ვალდებულებებს.

Reuters-ი წერს, რომ შეთანხმება, რომელიც მოიცავს 15%-იან ტარიფს ყველა იმპორტირებულ იაპონურ საქონელზე, შეთავაზებული 25%-ის ნაცვლად, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ სავაჭრო შეთანხმებების სერიაში, რომლებსაც თეთრმა სახლმა 1-ელ აგვისტოსმდე, მაღალი გადასახადების ამოქმედების ბოლო ვადამდე, მიაღწია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay