სამშაბათი, ივნისი 9, 2026
Home საზოგადოება უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა

by admin

უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა.

ინფორმაციას ფრაქცია Голос-ის დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკა ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

სვირიდენკოს კანდიდატურას მხარი 262-მა დეპუტატმა დაუჭირა.

16 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრაზე ყოფილ პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის ახალი მეთაური, იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay