სირიის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, სირიის არმიამ ქალაქ სუვაიდას დატოვება დაიწყო.
სამინისტროს განცხადების თანახმად, სირიის არმიამ “ქალაქში უკანონო დაჯგუფებების ძიების დასრულების შემდეგ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულების ფარგლებში ქალაქ სუვაიდადან გასვლა დაიწყო”.
განცხადებაში სხვა სამთავრობო უსაფრთხოების უწყებების ძალები ნახსენები არ არის.
ცოტა ხნით ადრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ სირიაში ყველა მხარე “კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდა, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და შემაძრწუნებელ სიტუაციას ამ ღამით დაასრულებდა”.
მანამდე, სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო და სირიელი დრუზების ერთ-ერთი სასულიერო ლიდერი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ქალაქ სუვაიდაში სამთავრობო ძალებმა და ადგილობრივმა დრუზებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (IDF) დამასკოში დრონებით “ძლიერი იერიშები” მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა. ისრაელმა იერიშები მიიტანა პრეზიდენტის სასახლის მახლობლადაც.