86
ვაშინგტონისა და ნატო-ს ქვეყნების გადაწყვეტილებებს კიევი ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“დანამდვილებით ერთი რამის თქმა შეიძლება: როგორც ჩანს, ვაშინგტონში, ნატო-ს ქვეყნებსა და ბრიუსელში მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს, უკრაინული მხარე არა მშვიდობის სიგნალად, არამედ ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ძალიან სერიოზულია, ზოგიერთი მათგანი პირადად პრეზიდენტ პუტინისკენ არის მიმართული. ჩვენ დრო გვჭირდება, რათა გავაანალიზოთ ის, რაც ვაშინგტონში ითქვა”, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა