86
ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მოკავშირემ, ილონ მასკმა X-ზე ახალი პარტიის დაარსების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც X-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ხმის მიმცემთა 65% ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს.
“თანაფარდობით ორი ერთის წინააღმდეგ, თქვენ ახალი პოლიტიკური პარტია გსურთ და ამას მიიღებთ! როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა – დემოკრატიაში. დღეს ყალიბდება ამერიკის პარტია, რათა თავისუფლება დაგიბრუნდეთ.” – დაწერა მასკმა.
ცნობისთვის, 4 ივლისს X-ზე ჩატარებულ ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა 1 248 856-მა მომხმარებელმა მიიღო