შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home საზოგადოება გედევან ფოფხაძე შიმშილობას იწყებს

გედევან ფოფხაძე შიმშილობას იწყებს

by admin

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გედევან ფოფხაძე, პარლამენტთან შიმშილობას იწყებს.

“მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას. მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს, რომ შეუძლებელია ამ რეჟიმთან დღეს რაიმე სახის თანამშრომლობა. შექმნილია უკანონო სისტემა ადამიანების რეპრესიული დევნის. არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ემსახურება ერთი ადამიანის კერძო ინტერესებს და ამ ყველაფერს თუ არ დავუპირისპირდით ჩვენი თავგანწირვით და პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის, ჩვენ ამით ვღალატობთ იმ ხალხსც რომელიც ციხეში ზის და იმ ხალხსაც, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმედი საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის, ამიტომ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა ბრძოლის.ან სიკვდილი ან გამარჯვება- ეს არის ჩენი პოზიცია. ამიტომ მე ვარ დღეს ელენეს გევრდით და ვიწყებ შიმშილობას” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay