119
აიათოლა ალი ხამენეი სიკვდილისგან გადავარჩინე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
“რატომ ამბობს ასე სულელურად ომით განადგურებული ქვეყნის ე.წ. უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომ ისრაელთან ომი მოიგო, როდესაც იცის რომ ეს სიცრუა. ისრაელს ან აშშ-ის სამხედრო ძალებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მისი სიცოცხლის დასრულების უფლება არ მივეცი. მე ის საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე. მაგრამ ამის ნაცვლად, მან ზიზღითა და სიძულვილით სავსე განცხადება გაავრცელა და სანქციების მოხსნაზე ყველანაირი მუშაობა შევწყვიტე”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი