პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ გიორგი გახარიას ადგილას საქართველოში არ დაბრუნდებოდა, რადგან ივანიშვილის რეჟიმი მას “დიდი ალბათობით დააპატიმრებს”.
“გიორგი გახარიაზე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, წავიდეს ციხეში თუ არ წავიდეს, ამ შემთხვევაში, მისი გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, თუ ჩამოვა საქართველოში, დიდი ალბათობით დააპატიმრებენ. ისეთ თემაზე აღუძრეს საქმე, რომ საქართველოს ინტერესის შესაბამისი ნაბიჯი რატომ გადადგი და რუსეთ რატომ გააღიზიანეო – ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, ეს არის რასაც ედავებიან, თან ისეთი მუხლები ჩამოთვალეს, მინიმუმ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მე მის ადგილას არ ჩამოვიდოდი საქართველოში, რატომ უნდა ჩამოვიდე, სასამართლოზე რამე სამართალს იპოვი? რაღაც ტიპის შედეგი მოჰყვება? გაცილებით მეტი შეიძლება თავისუფლებაზე მყოფმა გახარიამ გააკეთოს, ვიდრე პატიმრობაში მყოფმა და პატიმრები არ გვაკლია”. – თქვა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს – ამის შესახებ კომისიაზე ივანიშვილის წარმომადგენლებმა გახარიას გამოუცხადებლობის გამო იმსჯელეს და მისთვის, კომისიის მუშაობის ვადებიდან გამომდინარე, მაქსიმალური თარიღის შეთავაზება გადაწყვიტეს