პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home პოლიტიკა პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა მოვისმინეთ – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა მოვისმინეთ – მამუკა მდინარაძე

by admin

ქვეყნის ლიდერი დღეს ჩვენ საქმეზე გველაპარაკებოდა და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა. ჩვენ დღეს საქმეზე ორიენტირებული მოხსენება მოვისმინეთ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ გამოსვლისას.

“რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში, ალბათ, საშინლად დაგვცინებდნენ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად რეალური გახდა საბედნიეროდ და სამწუხაროდ! საბედნიეროდ იმიტომ, რომ ჩვენ ამის თქმის საფუძველი გვაქვს და ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ჩვენთვის ევროპა და ევროპულობა არის ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახისა და მშობლების, სარწმუნოების პატივისცემა, სამშობლოს განცდა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის პატივისცემა. სამწუხაროდ – იმიტომ, რომ საჭირო გახდა ამის დისტრიბუცია ევროპაში, რადგან ევროპელმა ლიდერებმა დღეს სამწუხაროდ, მთლიანად გამოფიტეს ევროპა ევროპულობისგან. ამიტომ, ჩვენ გვიწევს ისეთი სიტყვების, ფრაზების, წინადადებების თქმა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპელებს, ევროპას ვუთხრათ – დღევანდელი ბიუროკრატიის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ ემსახურება ევროპულ ღირებულებებს. ზოგადად, არ ემსახურება ადამიანურ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც განახორციელებს ამ ღირებულებებზე სწორ ორიენტაციას.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსულის, მშობლების, ოჯახის პატივისცემაზე, წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარით თუ ევროთი ფინანსდებოდა ამის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია, ამიტომაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ზრუნვა მომავალზე არის იმის გარანტია, რომ მომავალმა თაობებმაც პატივი სცენ საკუთარ წარსულს და ღირსეული მომავალი უზრუნველყონ.

ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არცერთი ჩვენგანი არავის სხვას! და თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე პირობას ვდებთ, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა. და ვინ არის ეს გუნდი და ვინ ვართ ჩვენ? ვინ არის „ქართული ოცნება”? „ქართული ოცნება” არის აი ეს გუნდი, 41 ათასზე მეტი წევრი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწია და ასე თამამად შეუძლია საუბარი”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay