ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home საზოგადოება 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით – ირაკლი კობახიძე

2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით – ირაკლი კობახიძე

by admin

ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, კვლავ აქტიურად წარიმართება გაზიფიკაციის სამუშაოები, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

“გაზიფიკაციის ქსელს შეუერთდა 5,000 ოჯახი საანგარიშო პერიოდში, ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა. ამ კუთხით, კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები. გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში, ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay