ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home საზოგადოება კობახიძე – კორუფციის მიმართ სრულიად შეურიგებლები ვიქნებით, ეს არის საქართველოს მთავრობაში ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი

კობახიძე – კორუფციის მიმართ სრულიად შეურიგებლები ვიქნებით, ეს არის საქართველოს მთავრობაში ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი

by admin

კორუფციის მიმართ სრულიად შეურიგებლები ვიქნებით – ეს არის საქართველოს მთავრობაში ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

“როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებაზე, უპირატესობა ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება: – ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა და პროფესიონალიზმი. მე ვიტყოდი, რომ უმთავრესი პრიორიტეტი არის კეთილსინდისიერება – პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ საქმეს კეთილსინდისიერად არ უდგები, პროფესიონალიზმს არავითარი ფასი არა აქვს. სამთავრობო გუნდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კეთილსინდისიერებაზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ამ მიმართულებით დიდი მიღწევები იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay