ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
Home მსოფლიო ირანმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ფეზეშქიანი

ირანმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ფეზეშქიანი

by admin

ირან-ისრაელის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, თანამოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ ირანმა “ისტორიულ გამარჯვება მოიპოვა” კონფლიქტში, რომელიც ისრაელმა წამოიწყო.

“თქვენი დიადი და ისტორიის შემქმნელი ერის მამაცური წინააღმდეგობის შემდეგ, ჩვენ გავხდით ცეცხლის შეწყვეტისა და 12-დღიანი ომის დასრულების მოწმეები. ომისა, რომელიც ირანელ ხალხს ავანტიურიზმითა და წაქეზებით თავს ისრაელის მთავრობამ მოახვია. ისრაელმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, ობიექტების განადგურებას და ირანში ბირთვული კვლევების შეწყვეტას” – თქვა ფეზეშქიანმა.

ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი კონფლიქტი ოფიციალურად 24 ივნისს დასრულდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay