ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home მსოფლიო მზად ვართ, ირანს დავეხმაროთ, ეს დახმარება მათ საჭიროებებზე იქნება დამოკიდებული – პესკოვი

მზად ვართ, ირანს დავეხმაროთ, ეს დახმარება მათ საჭიროებებზე იქნება დამოკიდებული – პესკოვი

by admin

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, ირანს სსხვადასხვა საშუალებიით დაეხმაროს და ეს დახმარება ირანის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული.

“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის ირანისთვის საჭირო. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი შუამავლური ძალისხმევა. ეს კონკრეტულია. განვაცხადეთ ჩვენი პოზიციის შესახებ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, ირანული მხარის მხარდაჭერის სახეა. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა არის ახლა ირანისთვის აუცილებელი”. – თქვა პესკოვმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ ზუსტად რა ვალდებულებების აღებისთვის არის რუსეთი მზად და მზადაა თუ არა ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე, პესკოვმა გაიმეორა, რომ “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე ილაპარაკებს ირანული მხარე და ირანელი მეგობრები”.

“დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირთან შეხვედრა იმართება, სადაც ამ ტრავმატული ესკალაციის ფონზე აზრების გაცვლა მოხერხდება. კერძოდ, ირანული მხარე შეძლებს, შეგვატყობინოს თავისი შეთავაზებებისა და ახლანდელი ვითარების მათი ხედვის შესახებ”. – თქვა პესკოვმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay