ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home პოლიტიკა ვერ გაგვტეხენ, ახლა უიმედობის დრო არ არის, ერთიანობის დროა – ბადრი ჯაფარიძე

ვერ გაგვტეხენ, ახლა უიმედობის დრო არ არის, ერთიანობის დროა – ბადრი ჯაფარიძე

by admin

ვერ გაგვტეხენ, ეს უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის მიერ მისი ხელისუფლების გასტუმრებით. ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ. ყველას მინდა ვუთხრა: პირიქით, ამან უნდა მოგვცეს დამატებითი ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა, პირიქით, დარაზმვის დროა და პირიქით, დროა იმის, რომ ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay