94
პუტინი ტრამპს მოატყუებს, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
” ვთვლი, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს და, საბოლოო ჯამში, ის ტრამპს მოატყუებს. ამას დაინახავთ, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ასეთი ადამიანია. და ის მზად იქნება გარკვეული ნაბიჯებისთვის, დეესკალაციისთვის, მხოლოდ თუ დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება. სხვანაირად ვერანაირად. ვთვლი, რომ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი არასწორია, უკრაინაზე საუბარი და რაღაც საკითხების ჩვენს გარეშე განხილვა – ვთვლი, რომ ეს არასამართლიანია,” – განაცხადა ზელენსკიმ