ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home ეკონომიკა იანვარ-სექტემბერში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 535.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია

იანვარ-სექტემბერში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 535.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია

by admin

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 535.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპორტი 6 153.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 382.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 5.3 პროცენტით).

„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- სექტემბერში 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (650.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (583.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (566.7 მლნ. აშშ დოლარი). 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 187.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (1 746.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 716.3 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 547.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (2 329.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 211.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 529.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 464.0 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 652.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 407.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 526.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი)“.- ნათქვამია ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay