ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
Home საზოგადოება პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის, მიზნად ისახავს შიშის დანერგვას – საია

პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის, მიზნად ისახავს შიშის დანერგვას – საია

by admin

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების მიმართ დაწყებული გამოძიება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ხალხში შიშის დანერგვას ისახავს მიზნად.

“საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი”. – წერს საია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay