შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home საზოგადოება “თბილისი მოლთან” სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის საქმეზე გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

“თბილისი მოლთან” სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის საქმეზე გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

by admin

თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე ბრალდებულების, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი მოსამართლე ზვიად შარაძის მიერ ჩანიშნული სხვა სასამართლო პროცესი გახდა. სხდომა 3 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სხდომა კი მხოლოდ გაიხსნა და ბრალდებულების ვინაობა დადგინდა.

გიგი უგულავამ მოსამართლე ზვიად შარაძის კითხვაზე, აქვს თუ არა ნასამართლეობა, უპასუხა, რომ “ურიცხვი”, რაზეც შარაძემ მას უთხრა, “ეგ არ იკრიბება”.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების – გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუპატაძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის საქმეზე მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ.

ცნობისთვის, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული პირები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay