შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home საზოგადოება დიდებული იქნება, თუ “ლელო” არ აყვება მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცევის ცდუნებას თუ “ლელო” არ შევიდა, არც გახარია შევა – თამარ ჩერგოლეიშვილი

დიდებული იქნება, თუ “ლელო” არ აყვება მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცევის ცდუნებას თუ “ლელო” არ შევიდა, არც გახარია შევა – თამარ ჩერგოლეიშვილი

by admin

1. აქტიური ბაბლი არ არის საზოგადოება – ის მხოლოდ მცირე ნაწილია.

2. აქტიური ბაბლისთვის რაც მიუღებელია, არ ნიშნავს რომ მდუმარე უმრავლესობისთვისაც მიუღებელია.

3. ბიძინას დამარცხებას აქტიური ბაბლიც სჭირდება, მდუმარე უმრავლესობასთან ერთად.

4. მაგრამ ოპოზიციურ ველზე პირველობის მოპოვებას, მდუმარე უმრავლესობაც ეყოფა.

5. თუ არჩევნებში შევიდა, ლელოს გათვლა არ იქნება ბიძინას დამარცხება – ეგეთი სულელი არავინაა ასამდე მიმატება და გამოკლება არ იცოდეს და ვერ ხვდებოდეს, რომ რეჟიმის მარცხს ოპო ამომრჩევლის 100 პროცენტის მობილიზაცია სჭირდება და ამ არჩევნებს ნაწილი აუცილებლად გაეთიშება.

“თბილისს წავართმევთ” – კომიკური ბოდვაა შტრეხბრეკერობის გასამართლებლად.

6. თუ არჩევნებში შევიდა, ლელოს გაათვლა იქნება ოპოზიციურ ველზე მთავარ ოპოზიციურ ძალად პოზიციონირება და ნაცებისთვის ნორმატიული გავლენის წართმევა იმისათვის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძე პრემიერობის კანდიდატად პოზიციონირდეს.

ანუ თუ ლელომ არჩევნებში შესვლა გადაწყვიტა, მისი ამოცანა ოპოზოციური პარტიებისთვის ამომრჩევლის წართმევა იქნება და არა ბიძინას დამარცხება. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ სურათი სწორად დაინახოთ და ილუზიები არ შეგექმნათ, რომ “ლელო თავს იღუპავს”.

არ იღუპავს – ოპოზიციას გვეჯიბრება და ჩვენზე უპირატესობის მოპოვება უნდა.

ცალკე საკითხია რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს ოპოზიციასთან დაპირისპირებაში – აქამდე ეს ხაზარაძე/გეგელია/სამადაშვილის ჩაის ჭიქა არ იყო.  თორემ მე რა მიჭირს … ისე ვარ, როგორც თევზი წყალში მაგათ რომ ვკაწრავ და ვუყუროთ კინოს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay