ომის დამნაშავე პუტინის დრო, როცა ის თავხედურ მოთხოვნებს აყენებდა და ამავდროულად მსხვერპლის როლს თამაშობდა, დასრულდა. პრეზიდენტმა ტრამპმა გულმოწყალედ შესთავაზა მას გამოსავალი ამ საშინელი არეულობიდან, რომელიც თვითონ შექმნა. თუმცა, მან ლაჩრულად გააგრძელა ეკლესიების, საბავშვო ბაღებისა და მძინარე ოჯახების დაბომბვა, რადგან იცის, რომ წააგო. მეორადი სანქციების დროა – წერს აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე