ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტუსკმა კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს

დონალდ ტუსკმა კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს

by admin

დონალდ ტუსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს.

“კონსტიტუციისა და ჩვენი სინდისის შესაბამისად, ჩვენ სადაც საჭირო იქნება, ახალ პრეზიდენტთან ვითანამშრომლებთ, მთელი კოალიციისგან ერთიანობასა და გამბედაობას მოვითხოვ, პირველი გამოცდა ნდობის გამოცხადება იქნება, რის შესახებაც სეიმს უახლოეს მომავალში მივმართავ”, – აღნიშნა ტუსკმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი დაამარცხა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, ხოლო ტრჟასკოვსკიმ ხმების 49.11%-ი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay