ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home საზოგადოება აქტივისტებმა მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან აქციისთვის გამოიყენეს

აქტივისტებმა მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან აქციისთვის გამოიყენეს

by admin

ბუნების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Greenpeace-ის აქტივისტებმა რუსეთთან საფრანგეთის ეკონომიკური კავშირებისადმი პროტესტის ნიშნად პარიზში, რუსეთის საელჩოსთან დადგეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა, რომელიც პარიზის გრევენის მუზეუმიდან მოიპარეს.

გამოცემა Le Figaro და სააგენტო AFP პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 2 ივნისს სამი პირი მუზეუმში დამთვალიერებლებად შევიდა, შემდეგ მათ მუზეუმის თანამშრომლების უნიფორმა ჩაიცვეს, მაკრონის ცვილის ფიგურა პლედში გაახვიეს და შენობის სათადარიგო შესასვლელიდან გაიტანეს.

მალევე აქტივისტებმა ეს ფიგურა პარიზში, რუსეთის საელჩოსთან დადგეს და საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზაცია Greenpeace-ი საფრანგეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს ხელშეწყობაში იმ კომპანიების, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს განაგრძობენ, მოსკოვის ჯიბეს ავსებენ და მისგან ყიდულობენ ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის შეცვლასაც.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay