სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. სამთავრობო მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებები საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს აღარ გაგრძელდება, რუსეთი კვლავ არ თანხმდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი კი Telegram-ზე წერს, რომ სტამბოლში უკრაინამ რუსეთს გადასცა იმ ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებასაც მოითხოვენ.
“ეს არის ასობით ბავშვის სია, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ გააძევა, იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიტაცა. მარტში, ჯედაში შეხვედრის დროს, ჩვენ დავადასტურეთ მზაობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ჰუმანიტარული პირობებით. უკრაინელი ბავშვების დაბრუნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მთავარი ნაწილია, განზრახვების გულწრფელობის პირველი გამოცდა. ჩვენ ველოდებით პასუხს. ბურთი რუსეთის მოედანზეა”. – წერს ერმაკი