ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Home საზოგადოება ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში, უკრაინის დაზვერვამ რუსული სატვირთო მატარებელი ააფეთქა

ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში, უკრაინის დაზვერვამ რუსული სატვირთო მატარებელი ააფეთქა

by admin

31 მაისს, ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში, მელიტოპოლის რაიონში ახლოს, უკრაინის დაზვერვამ რუსული სატვირთო მატარებელი ააფეთქა. ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

“აფეთქების შედეგად, საწვავით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყირიმის საკვანძო ლოჯისტიკური არტერია დაზიანებულია”. – წერია დაზვერვის ანგარიშში.

ამ ეტაპზე რუსულ მხარეს ზაპოროჟიეში განადგურებული მატარებლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay