პარასკევი, აგვისტო 21, 2026
Home მსოფლიო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის პოსტზე საამიროების კანდიდატი წარადგინეს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის პოსტზე საამიროების კანდიდატი წარადგინეს

by admin

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე პირველი ქალის, შაიჰა ალ ნოვაისის კანდიდატურაა ნომინირებული – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ავრცელებს.

პროტოკოლის მიხედვით, საბჭომ შაიჰა ალ ნოვაისი აირჩია როგორც შემდეგი გენერალური მდივანი, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობას 2026 წლის იანვრიდან დაიკავებს.

მის კანდიდატურას გაეროს ტურიზმის გენერალური ასამბლეის წინაშე უკვე დამტკიცებისთვის წარადგენენ.

აღინიშნება, რომ ორგანიზაციის 50-წლიან ისტორიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ალ ნოვაისი შეიძლება პირველი ქალი გენერალური მდივანი გახდეს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ზურაბ პოლოლიკაშვილი ორი ვადით იკავებდა. პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay