პარასკევი, აგვისტო 21, 2026
Home პოლიტიკა პოლიტიკური ფიგურები, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს – ევროკავშირის პრესსპიკერი

პოლიტიკური ფიგურები, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს – ევროკავშირის პრესსპიკერი

by admin

პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს – ამის შესახებ საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“საქართველო: ზურაბ ჯაფარიძის [დაპატიმრებიდან] ერთი კვირის შემდეგ გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იქნა დაპატიმრებული. პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს. ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს,” – წერს ელ ანუნი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay