პარტია ფედერალისტები კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მელიას დაკავების დეტალები რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტია.
“ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.
როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან, პასუხი ნათელია – ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.
ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდონიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. –
სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.