43
12 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომლებიც 15 მაისს თურქეთში არის დაგეგმილი.
“ხუთშაბათის შეხვედრამ თურქეთში, რუსეთსა და უკრაინას შორის, შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს, არ ვიცი ზუსტად სად ვიქნები იმ კონკრეტულ დროს. სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ ჩავფრინდებოდი იქ, თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა” – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
ცნობისთვის, ამ კვირაში ტრამპი გეგმავს ეწვიოს საუდის არაბეთს, გაერთიანებულ არაბთა საამიროებსა და კატარს