43
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ РБК-Украина უკრაინის უმაღლესი რადის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ხელშეკრულება დაამტკიცა. 450-ადგილიან პარლამენტში დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მანამდე, 6 მაისს, საგარეო პოლიტიკის შესახებ უკრაინის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინერალებზე შეთანხმების რატიფიცირებას. 30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს შორის საერთო საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ს უკრაინის ბუნებრივი რესურსების განვითარების პროექტებში სპეციალური წვდომით უზრუნველყოფს