ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 7.3 მილიონ ადამიანს აქვს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.
საარჩევნო უბნების გახსნამდე გამოქვეყნებული ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკსა და ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებსაც ისრაელის
თავდაცვის ძალების ყოფილი სარდლის, გადი აიზენკოტის პარტია „იაშარი“ ხელმძღვანელობს, დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი.
120-ადგილიანი ქნესეთში ადგილები პროპორციული სისტემით, პარტიული სიების საფუძველზე ნაწილდება; მანდატების მისაღებად პარტიებმა 3.25%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ. უმრავლესობის მქონე მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კი 61 მანდატია საჭირო