შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
Home პოლიტიკა სენატში რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ფართო მხარდაჭერაა – გრემი

სენატში რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ფართო მხარდაჭერაა – გრემი

by admin

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი, აცხადებს, რომ მას უკვე აქვს 72 სენატორის მხარდაჭერა კანონპროექტისთვის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას და იმ ქვეყნების მიმართ ტარიფების შემოღებას ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს, გაზს და სხვა მნიშვნელოვან რესურსებს ყიდულობენ.

გრემი კანონპროექტის მიღებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.

“მიზანი არის პრეზიდენტის დახმარება. მან [პუტინის მიმართ] იმედგაცრუება გამოთქვა. მე მინდა ეს ომი მოლაპარაკებების გზით, ღირსეულად და სამართლიანად დასრულდეს. ვფიქრობ, ტრამპი საუკეთესო ადამიანია ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს სანქციები სენატის შეხედულებას გამოხატავს, რომლის მიხედვითაც მთავარ დამნაშავედ რუსეთს ვთვლით. პუტინი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპის მოტყუებას შეეცდება. ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, როდესაც ტრამპი ჩათვლის, რომ ჩიხში ვართ, მოქმედებებს მაშინ თვალი ადევნეთ”.

გრემის თქმით, მას ჰყავს საკმარისი მხარდაჭერა წარმომადგენელთა პალატაშიც, რათა სანქციების შესახებ კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატაშიც განსახილველად წარადგინოს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay