ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home სამართალი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

by admin

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოამრე რევაზ ნადარაია იქნება. მისი არჩევის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს სასამართლოს პრესსამსახური.

უწყებაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ თავმჯდოამრე აირჩეოდა დახურულ სხდომაზე, დახურული კენჭისყრით – შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი.

9-წევრიან სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს – უზენაესი სასამართლო, სამს კი პარლამენტი. თავმჯდოამრე აირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

ნადარაიამ საკონსტიტუციოს მოსამართლე 8 აპრილიდანაა.

  • ის 9 წევრიან პლენუმში უზენაესი სასამართლოს კვოტით მოხვდა, როცა უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით 5 წლით ადრე, 28 მარტს მოსამართლეობაზე უარი თქვა შოთა კიკილაშვილმა;
  • ზუსტად ორ დღეში, 30 მარტს მოქმედ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავსა 10-წლიანი ვადა ამოეწურა.

ტურავას შემცვლელის ასარჩევად პარლამენტს სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა სჭირდებოდა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, კიკილაშვილის შემცვლელი ნადარაია კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შეარჩიეს.

ნადარაიამ სამოსამართლეო კარიერა დაიწყო წინა ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობის“) დროს. 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამარლე, თუმცა მივლინებით მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოში გააგრძელა მან მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში.

  • 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;
  • 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • 2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • 2019 წლის ოქტომბრიდან იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.
  • 2021 წლის ივლისიდან 2025 წლის მარტამდე – უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay