ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026

by admin

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან 15 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა. მაკრონის თქმით, საუბრისას კვლავ გაუსვა ხაზი საფრანგეთის მხარდაჭერას ისრაელისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართ.

“ყველა მძევლის გათავისუფლება, ისევე როგორც ჰამასის განიარაღება ყოველთვის იყო უმთავრესი პრიორიტეტი. ყველა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების წერტილის გახსნა ღაზას მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს საკუთარი თვალით ვნახე ელ-არიშში, დახმარება საზღვრის მეორე მხარეს არის დაბლოკილი. ის რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდოს მშვიდობიან მოსახლეობას. უნდა დასრულდეს ის ტანჯვა, რასაც ღაზას მოსახლეობა განიცდის”. – ნათქვამია მაკრონის განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი პალესტინაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. საუბარია მაკრონის 10 აპრილის განცხადებაზე, რომ საფრანგეთმა ივნისში პალესტინა შესაძლოა, სახელმწიფოდ აღიაროს. მაკრონი ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ ისრაელის აღიარებას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay