ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ჩეხეთის პარლამენტის ორი პალატის სპიკერებმა აშშ-ის კონგრესს რადიო თავისუფლების შენარჩუნებისკენ მოუწოდეს

ჩეხეთის პარლამენტის ორი პალატის სპიკერებმა აშშ-ის კონგრესს რადიო თავისუფლების შენარჩუნებისკენ მოუწოდეს

by admin

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ და ჩეხეთის სენატის ხელმძღვანელმა, მილოშ ვისტრჩილმა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შენარჩუნებისკენ მოუწოდეს ერთობლივ წერილში თავიანთ ამერიკელ კოლეგებს მაიკ ჯონსონსა და ჩაკ გრესლის. წერილის ავტორებმა ასევე სთხოვეს ვაშინგტონელ კანონმდებლებს, რათა “გაითვალისწინონ მედია კორპორაციის დაფინანსების შემცირების” უფრო ფართო და გრძელვადიანი შედეგები.

“RFE/RL-ის დახურვა, ფაქტობრივად, დიდ გამარჯვებას მოუტანს ავტორიტარულ რეჟიმებს ევროპაში, აზიაში და სხვაგან. იგი გააქარწყლებს ათწლეულების გამავლობაში სიტყვის თავისუფლებისა და ღია საზოგადოების მხრივ მიღწეულ პროგრესს”.

შეგახსენებთ, 14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay